გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი: დასავლეთის ნაწილი საქართველოსთან მიმართებით დღესაც ძველ შეცდომებს იმეორებს, როცა გვეუბნება, რომ დააფინანსებენ არა ქართულ ჯარს, არამედ იმ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან

12-07-2024

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არა მხოლოდ 2008 ან 2014 წელს დაუშვეს ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოსთან (და ასევე უკრაინასთან) მიმართებაში, არამედ დღესაც იმავეს აკეთებენ. სამწუხაროდ, ეს უბრალოდ შეცდომები კი არა, შეგნებული დანაშაულია ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის მიმართ,“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


დეპუტატმა ამის დასადასტურებლად მოიყვანა ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომლის თანახმად, დასავლეთის რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს. სუბარი აღნიშნავს, რომ დასავლეთი დღესაც უშვებს შეცდომებს საქართველოსთან მიმართებით, როცა გვეუბნებიან, რომ არ დააფინანსებენ ქართულ ჯარს, სამაგიეროდ ეხმარებიან იმ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან.


„ომის დაწყებამდე უკრაინას ჰპირდებოდნენ, თითქოს NATO-ში მისი მიღება გადაწყვეტილი იყო და ეს ძალიან მალე მოხდებოდა. ახლა კი, ორიოდე დღის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ-ნახევარი წლის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო NATO-ში უკრაინის მიღების და დღესაც წინააღმდეგია.


ანუ, აღიარა, რომ უკრაინის NATO-ში მიღებას არც აპირებდნენ და არც ახლა აპირებენ. არადა, ამდენი წელია უკრაინელებს კვებავდენ ცრუ დაპირებით, რომ ეს ქვეყანა მალე გახდებოდა ნატოს წევრი. სხვათა შორის, ბაიდენის ეს განცხადება გუშინ დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ასევე გათქვა ნატოს შიდა საიდუმლოებები და „ჩაუშვა“ აშშ-ს პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, რომ ისინი იყვნენ და დღესაც არიან უკრაინის ნატოში მიღების მთავარი მოწინააღმდეგეები. ბაიდენის ეს განცხადება იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იძულებული გახდა რაიმე, თუნდაც შორეული თარიღი მაინც დაესახელებინა და განაცხადა, თითქოს უკრაინას სავარაუდოდ 2034 წელს მიიღებენ ნატოში.


მანამდე კი, როგორც ჩანს, უკრაინა ომისთვის ჰყავთ განწირული. ამას გვიმზადებდნენ ჩვენც და ამას გვიმზადებენ დღესაც. მთელი ეს ქართული პოლიტიკური ოპოზიციის საარჩევნო დაჯგუფება-გადაჯგუფებები, რასაც მათი უცხოელი პატრონები აკეთებინებენ, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო მსოფლიოს ახალ გლობალურ გადანაწილებაში რამენაირად სათამაშო იარაღად იქცეს გლობალური ომის პარტიის ხელში. ამიტომ გაძლიერდა არჩევნების წინ „ენჯეო“ და პოლიტიკური აგენტურის მხარდაჭერა მათი უცხოელი პატრონების მხრიდან. ეს არის სცენარი, აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანის გზით, როგორ გაუხსნან რუსეთს ახალი ფრონტი, რასაც, განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ შევეწირებით, შეეწირება ქართული სახელმწიფო, მაგრამ გლობალურ მოთამაშეებს ეს არ ადარდებთ.


მათი მიზანია, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების დროს უფრო ძლიერი პოზიციიდან ილაპარაკონ და ამისთვის მზად არიან, ნებისმიერი ქვეყანა გაწირონ. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ქართულ ოპოზიციად წოდებული მათი აგენტურა მზადაა, მათ ამ მიზნებს შესწიროს ჩვენი სამშობლო, ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.