22-10-2018
სოციალური ქსელის მომხმარებელი მალხაზ ძიძიგური ფეისბუკის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:
„პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ:
--რუსთავის ყველა ეზოში, ყველგან, სადაც ახალგაზრდების და, "დაჟე", 12-13 წლის ბავშვების თავყრილობაა, ყველგან პლანი ტრიალებს.
--იწევა პლასტმასის ბოთლებით!
--იწევა ტარიანში!
--იწევა ჩიბუხში!
--ჩილიმში...
--ასეთ განსაცდელში ჩვენი მომავალი თაობა ჯერ არ ყოფილა!
--დადიან ჩაქიშმიშებულები!
--მანჭვა-გრეხვით!
--ტაატით!
--იმზირებიან გამოთაყვანებული თვალებით...
--განგაშის ზარებია დასაცემი!
--დაწყევლილ იყოს ის და ისინი, ვინც ამ ნარკოტიკს ლობირებენ!
-----------------------------------------------------------------------------
--მწერენ, სხვაგან უფრო უარესები ხდებაო.
--მაგრამ, მეიმედება, რომ არცერთი მწეველი არ მიესალმება დღევანდელი მთავრობის მიერ პლანის ლეგალიზაციას!
--არც სრულიად ერი!
--არც ეკლესია!
--ის თითო ოროლა, ვინც დაღუპვისთვის იმეტებს ჩვენს მომავალ თაობას, დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთონ არა მარტო ხელისუფლებიდან, არამედ, სრულიად ქართული საზოგადოებიდან!
--ასეთი აღშფოთებული ჯერ არ ვყოფილვარ!
--გაოგნებული ვარ!
--არ ვიცი, რა გვეშველება!
--ხელიდან გვეცლება ჯანსაღი თაობა!
------------------------------------------------------------------------------
--სად არის რეგულაციები?“ - წერს მალხაზ ძიძიგური.