12-07-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 332 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 140 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, ჩოგან-ბადე და სხვა. ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 243 კგ-ს გადააჭარბა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 2400 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 200 მეტრზე მეტი სიგრძის თოკზე მობმული ნემსკავი და 31-ზე მეტი ერთეული თევზმახე- ე.წ. ოჩხი. ბადეები ამოღებულია: აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეების - ჭოროხის, კაპარჭინას, სუფსისადა აჭარისწყალის კალაპოტიდან, ასევე - ლაშთანის ტბიდან; მცხეთა მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერმდინარე მტკვრიდან, ასევე, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავებიდან; ცენტრალური ოფისის თანამშრომლების მიერ კი,თბილისის ზღვიდან.
გარემოსდაცვითიზედამხედველობისდეპარტამენტის ეკიპაჟებიქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.