გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება

12-07-2024

„ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო კვირაში, რიგგარეშე სესიის ფარგლებში, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა დაგეგმილი, ხოლო საშემოდგომო სესიის დროს მოხდება მისი მესამე მოსმენით მიღება.


"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რატი იონათამიშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა, ასევე საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობითაც ხდებოდა ამნისტიის პროექტის შემუშავება.


ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც პირველი ნაბიჯია იქითკენ, რაც პრემიერ-მინისტრმა მისი არჩევის დღეს განაცხადა და შემდეგ უკვე წლიური ანგარიშის დროს გაიმეორა და რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილია - შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რიცხოვნობა. ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ერთი მესამედით შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა.


ეს ამნისტია, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით. ცნობილია, რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა - არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ვადის განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. საბოლოო ჯამში, ამნისტია 300-მდე მუხლს ეხება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.