გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის შეხვედრაში მონაწილეობს

12-07-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

მაღალი რანგის შეხვედრაში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იმართება, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები, რეგულატორები და ინდუსტრიის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ჰოლანდიის მთავრობის წევრები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გლობალურად არასტაბილურ გარემოში ეკონომიკის დინამიკური ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. იმსჯელებენ განვითარებადი ბაზრებისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის კერძო კაპიტალის მობილიზების მნიშვნელობაზე, ასევე, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ხელოვნური ინტელექტის როლზე გლობალურ ეკონომიკაში.

ვიზიტისას ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებსა და ფინანსთა მინისტრებს შეხვდება.

ამავე შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსიები. ეკატერინე მიქაბაძე „ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით ზრდის შესაძლებლობების“ პანელის მონაწილეა.