გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

Galt & Taggart: ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

13-07-2024

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით, ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა bm.ge საინვესტიციო ბანკზე, Galt & Taggart (გალტ & თაგარტი) დაყრდნობით წერს.


როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:


"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 5.28%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 43.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.15 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 29.31%-ით გაიზარდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.55%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 29.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.62 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.


ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 0.36%-ით გაიზარდა. "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.81%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 508 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.55%-ით გაიზარდა.