გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: ჩვენი წერილი საზოგადოების ერთგვარი გაფრთხილებაა - მზად იყვნენ, რომ ჩამოყალიბდება ვითომ ნეიტრალური და მესამე ძალის ცენტრები, რომლებიც სინამდვილეში - არავითარი მესამე ძალა არ არის

13-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრობს.


დეპუტატი განმარტავს, რომ გავრცელებული განცხადება საზოგადოების გაფრთხილებაა, ვითომ ნეიტრალური პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.


სეფაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან გაერთიანებული შალელაშვილი ამერიკის გარკვეული ძალების დავალებებით მოქმედებს, ჩუგოშვილი და ბესელია კი - ის პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ვითომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის გამო მიატოვეს, მაშინ, როდესაც რეალურად - ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგას.


დეპუტატი საუბრობს შალელაშვილის მიერ შექმნილ ტელევიზიაზეც. მისი განმარტებით, აშშ-ში მოქმედი გარკვეული ძალების დავალება იყო „ობიექტური“ ტელევიზიის შექმნა, რომელიც შემდგომ ოპოზიციური ერთობის პლატფორმად იქცეოდა. სეფაშვილი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ პარტიებს არანაირი იდეური ერთობა არ აქვთ და შესაბამისად, გაუჭირდებათ ხალხის დაინტერესება.


ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიცია საკუთარი ინტერესებითა და სურვილებით არ მოქმედებს და მათ უცხოური ძალები აკონტროლებენ.


„ეს წერილი, ჩვენი მხრიდან, საზოგადოების ერთგვარი გაფრთხილებაა - მზად იყვნენ, რომ ასეთი, ვითომ ნეიტრალური და მესამე ძალის ცენტრები ჩამოყალიბდება, რომლებიც სინამდვილეში, არავითარი მესამე ძალა არ იქნება. ამის მაგალითია შალელაშვილი, რომელიც არის ბიზნესმენი და პირდაპირ თანამშრომლობს ამერიკის გარკვეულ ძალებთან, ასეთი ფაქტების დასამტკიცებლად, მოვიყვანეთ წერილში კონკრეტული მაგალითები. შალელაშვილი აშშ-ში მოქმედი გარკვეული ძალების დავალებებით მოქმედებს, რომლებიც ახლა დიდ გავლენებს ფლობენ. ამ ძალების მხრიდან პირდაპირი დავალებაა, რომ შექმნან ტელევიზია, რომელიც უნდა იყოს ვითომ ობიექტური, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ობიექტური არ არის.


შალელაშვილი, ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელსაც ხალხში არავითარი რეიტინგი არ აქვს, ჩუგოშვილი - რომელსაც შეიძლება განათლება აქვს, მაგრამ პოლიტიკოსად მე მას ვერ ვხედავ, ისევე როგორც - ეკა ბესელიას - ეს ადამიანები მოიაზრებიან მესამე ძალად. ამ ადამიანებმა, თავიანთი გადაწყვეტილებით უღალატეს გუნდს და გამოაცხადეს, რომ თურმე „ქართული ოცნება“ დასავლეთისკენ არ მიდის, როდესაც ვხედავთ - ყოველდღიურად, ყოველი საკანონმდებლო ცვლილება ევროინტეგრაციისკენ არის მიმართული - ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმების უამრავ ევრო დირექტივას, რომლის დანერგვაც ხდება საქართველოში.


ისინი უდგებიან სათავეში გაერთიანებას და მერე არის მოლოდინი, რომ გახარია და ლელო, ვითომ დამოუკიდებლად შეუერთდებიან მათ. აი, წარმოიდგინეთ როგორია ეს გაერთიანება? წარმოიქმნება ეკლექტიკური გაერთიანება, რომელთაც არავითარი იდეური ერთობა არ ექნებათ და თუ იდეის გარშემო არ მოხდა თუნდაც პოლიტიკური გაერთიანება, როგორ უნდა აიყოლიონ ხალხი? თვითონ არ აქვთ არანაირი საერთო იდეა. ისინი არ მოქმედებენ თავიანთი გათვლებით და სურვილებით,“- აღნიშნა სეფაშვილმა.