გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: NDI წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებს გასცდა და პირდაპირაა ჩართული ქართული ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში

15-07-2024

ოპოზიციური სპექტრის მიმართ NDI -ის მიკერძოების მაღალი ხარისხი და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულობა სადამკვირვებლო მოქმედების ლეგიტიმაციას უკარგავს ამ ორგანიზაციას და ალბათ გარკვეული ზომებია მისაღები, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი სახის აქტივობები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს NDI-ის სამართლებრივ დანიშნულებას, დააკვირდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.


„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებს გასცდა, ის ადრე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად თუ ახორციელებდა, დღეს პირდაპირაა ჩართული ქართული ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში. საერთაშორისო ორგანიზაციის NDI-ის მხრიდან ეს და ამგვარი აქტივობები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ორგანიზაციის სამართლებრივ დანიშნულებას - ის მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდეს.


ოპოზიციური სპექტრის მიმართ NDI -ის მიკერძოების მაღალი ხარისხი და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულობა სადამკვირვებლო მოქმედების ლეგიტიმაციას უკარგავს ამ ორგანიზაციას და ალბათ გარკვეული ზომებია მისაღები. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება კანონმდებლობის სრული დაცვით და პოლიტიკური შეფასება ფეილი, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი მიიღებს, იქნება მათი ანტიქართული პოლიტიკისა და მიკერძოებულად მოქმედი ამ და სხვა ორგანიზაციების მოქმედებაზე შედეგის გამოძახილი”, - წერს მეგრელიშვილი.