გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურს, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს?

15-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხასმას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ მოწინააღმდეგის გასაჩუმებლად ყველა ხერხს მიმართავს და ამის მაგალითია - დონალდ ტრამპზე თავდასხმაც. სეფაშვილის თქმით, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ თამაშში ქვეყნის გამოყენება - „გლობალური ომის პარტიის“ მიზანია.


„გლობალური ომის პარტია ყოვლად გაუგონარ მეთოდებს მიმართავს მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად! კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურთ, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს? XXI საუკუნეში მიუღებელია ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაშიც და ევროპაშიც! სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს. იმედია, დემოკრატიული ძალები ამერიკაშიც და ევროპაშიც ძალებს მოიკრებენ და რეალურად ღირებული ფასეულობების დაცვას შეძლებენ.“- წერს ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში.