გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიწისზედა მეტროს ახალი პროექტი თბილისსა და რუსთავს დააკავშირებს

22-10-2018

საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს პროექტის განვითარებას იწყებს. ამის შესახებ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.


პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პრველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. სამშენებელო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მოხდება მეტროსადგურ „სამგორის“ მოდერნიზაცია და მიწისზედა მეტროს ახალ ხაზთან დაკავშირება.


სამგორი – ლილოს ბაზრობა, სამგორი – აეროპორტის ხაზებზე მეტროს ექვსი შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. მოცდის სავარაუდო დრო 10 წუთი იქნება.


2012 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა შვიდი ახალი მეტროსადგური და სრულად განახლებული მეტროსადგური „სამგორი“.

მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით. 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ შეირჩევა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი.


პროექტის პირველი ფაზის, სამგორი – ლილოს მონაკვეთის განხორციელებისთვის 90 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყოფა.


1tv.ge