გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გოგა ხაინდრავა: წლების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები აწარმოებდნენ ფარისევლურ პროპაგანდას, რომ აშშ არის ჩვენი უმთავრესი პარტნიორი, იმ საბაბით, რომ საქართველოში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს

15-07-2024

წლების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, იქნებოდნენ ეს საქართველოში მომუშავე დიპლომატები თუ მოქმედი ადმინისტრაციის სხვადასხვა თანამდებობის პირები, აწარმოებდნენ ფარისევლურ პროპაგანდას, რომ აშშ არის ჩვენი უმთავრესი მეგობარი და პარტნიორი, იმ საბაბით, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ჩვენს ხალხს მადლიერების გრძნობა არ ღალატობს, რაც არაერთგზის დადასტურდა – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.


მისი თქმით, ამ ნეოლიბერალური სიცრუის ბურუსში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გაეხვა. შედეგად, „დასავლური ფსევდოღირებულებების“ ანაბარა დარჩენილებმა, არაერთგზის სცადეს საკუთარი სამშობლოს ცეცხლის ალში გახვევა.


„წლების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, იქნებოდნენ ეს საქართველოში მომუშავე დიპლომატები თუ მოქმედი ადმინისტრაციის სხვადასხვა თანამდებობის პირები, აწარმოებდნენ ფარისევლურ პროპაგანდას, რომ აშშ არის ჩვენი უმთავრესი მეგობარი და პარტნიორი, იმ საბაბით, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ჩვენს ხალხს მადლიერების გრძნობა არ ღალატობს, რაც არაერთგზის დადასტურდა. თუმცა, როგორც კი დაისვა საკითხი გარკვეულიყო, თუ რას მოხმარდა ეს თანხები, ხელისუფლება რომელმაც ეს განიზრახა, იმწუთიერად მტრად გამოცხადდა. მიზეზი მარტივია - ჯერ ერთი, არანაირი 6 მილიარდი ამერიკას საქართველოში არ დაუხარჯავს, ეს თანხა დაახლოებით 4 მილიარდს შეადგენს და რაც მთავარია, ამ თანხის 90% საკუთარი აგენტურის გამოზრდა დაფრთიანებას, ხელისუფლებაში მათ მოყვანას და შენარჩუნებას დაახარჯეს. პარალელურად დოლარების სოლიდური ნაწილი ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ ანუ უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის რეზიდენტურების შექმნას მოახმარეს. ამიტომ ლოგიკურია, რომ როგორც კი დღის წესრიგში დადგა საკითხი, დეტალურად აღწერილიყო თანხების წარმომავლობა და მათი ხარჯვის მიზნები, გულყრა დაეწყოთ. როგორ თუ გავბედეთ და ჩვენს ქვეყანაში დახარჯული უცხოური ფულის მიზნობრიობის საკითხის შესწავლა მოვინდომეთ. ეჭვგარეშეა, რომ კეთილი საქმისთვის დახარჯული ფულის ასავალ-დასავალს არავინ მალავს. არც ჩვენ გვავიწყდება საჯაროდ მადლიერების გამოხატვა სიკეთის ქმნაზე. ასეა მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. მიუხედავად ამისა, ათეულობით წლებია, ვისმენთ სიყალბეზე დაფუძნებულ ამერიკულ პროპაგანდას, ჩვენზე უანგაროდ გადაყოლილი უფროსი ძმის შესახებ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო - აშშ-ის ემისრები არ დააყოვნებდნენ, ააფრიალებდნენ საბუთებს, წვრილ-წვრილად განუმარტავდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორ და რა თანხებით ააშენეს და გაამშვენეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ ნეოლიბერალური სიცრუის ბურუსში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გაეხვა. შედეგად „დასავლური ფსევდოღირებულებების“ ანაბარა დარჩენილებმა, არაერთგზის სცადეს საკუთარი სამშობლოს ცეცხლის ალში გახვევა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.