კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 26 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

15-07-2024

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან განხორციელდა 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება - 9.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოცვი ძირითადად ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.


აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ლურჯი მოცვის ახალი ბაღების გაშენებას; სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53,5 მლნ ლარის თანადაფინანსებით 2,836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.


მიმდინარე წლის მოცვის ექსპორტის ღირებულება 2023 წლის ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელს უკვე აღემატება 5.6 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობას, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3.4 ათას ტონა მოცვი.