გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

15-07-2024

2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.


„ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი - 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ - 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია - 34% (674 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი - 28% (182,5 ათასი ლიტრი), კანადა - 110% (121,3 ათასი ლიტრი), თურქეთი - 47% (239,2 ათასი ლიტრი) და ა.შ.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 59%)” –აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.