გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ივნისის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

15-07-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ივნისის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. აგრეთვე, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ივნისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა მაისთან შედარებით გაზრდილია. შედეგები ასევე გვაძლევს დამატებით ინფორმაციას ფასების მიმდინარე და მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ.


ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ივნისის თვის შემაჯამებელი შედეგები ასე გამოიყურება:


„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ამასთან ერთად, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.


ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები საგრძნობლად შემცირებულია. ერთი მხრივ, მაისთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ხოლო მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ფარგლებსა და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.


გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, ივნისში მაისთან შედარებით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-2%-ის ინტერვალში ელოდებიან.


ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე დაკლებულია. კერძოდ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-10%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.


გამოკითხულთა აზრით, ივნისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მაისთან შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნულია სების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.