გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე: ფიცოს და ტრამპის შემთხვევამდე, ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და გამეტებით საფეთქელში მუშტი ჩაარტყა, დიახ, მდინარაძეც სიკვდილს გადაურჩა, ელისაშვილი პირდაპირ ადამიანის მკვლელობაზე წავიდა

15-07-2024

სლოვაკეთის პრეზიდენტს, ფიცოს რომ ესროლეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შემდეგ ტრამპს რომ ესროლეს და ისიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ამ მოვლენებამდე ხომ არ გავიწყდებათ საქართველოში რა მოხდა? მოხდა ის, რომ ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად, უკნიდან მიეპარა მამუკა მდინარაძეს და გამეტებით საფეთქელში მუშტი ჩაარტყა. დიახ, მდინარაძეც სიკვდილს გადაურჩა, რადგან, თუ შენელებულ კადრებს კარგად დააკვირდებით, ელისაშვილი პირდაპირ ადამიანის მკვლელობაზე წავიდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.


ქადაგიძის თქმით, ზემოთ ხსენებული ქმედებები ცხადყოფს, რომ გლობალური ომის პარტია ხელწერას არ იცვლის და ადამიანების განადგურების მეთოდი ერთნაირი აქვთ.


„სლოვაკეთის პრეზიდენტს, ფიცოს რომ ესროლეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შემდეგ ტრამპს რომ ესროლეს და ისიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ამ მოვლენებამდე ხომ არ გავიწყდებათ საქართველოში რა მოხდა? მოხდა ის, რომ ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად, უკნიდან მიეპარა მამუკა მდინარაძეს და გამეტებით საფეთქელში მუშტი ჩაარტყა. დიახ, მდინარაძეც სიკვდილს გადაურჩა, რადგან თუ შენელებულ კადრებს კარგად დააკვირდებით, ელისაშვილი პირდაპირ ადამიანის მკვლელობაზე წავიდა. სხვა შანსი მას არ ჰქონდა, პარლამენტში იარაღს ვერ შეიტანდა და ჩასაფრებას ვერ მოუწყობდა უმრავლესობის ლიდერს, ამიტომ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო იმ მომენტში. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია ხელწერას არ იცვლის და ადამიანების განადგურების მეთოდი ერთნაირი აქვთ, ამაში საქილიკო არაფერია. უფრო მეტიც, ნაძირალა ელისაშვილს ალბათ საყვედურსაც კი ეტყოდნენ, დავალება რომ ბოლომდე ვერ შეასრულა!!!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.