გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი: უფრო ჩნდება ეჭვი მამუკა მდინარაძეზე, ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთნაირი სცენარის ნაწილიც ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ მის მზაკვრულად მიპარვის მეთოდს, ნუ გამოვრიცხავთ, ლიბერალ ფაშისტებს ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონოდათ

15-07-2024

„ჯერ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე, ახლა უკვე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე მკვლელობების მცდელობის შემდეგ უფრო და უფრო ჩნდება ეჭვი მამუკა მდინარაძეზე, ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთნაირი სცენარის ნაწილიც ყოფილიყო“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტის თქმით, რადგან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები მოახლოებულ დასასრულს გრძნობენ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომაც ასეთ ფაქტს უფრო მეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შესაბამისმა უწყებებმა კი დროულად გამოიძიონ.


„ჯერ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე, ახლა უკვე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე მკვლელობების მცდელობის შემდეგ უფრო და უფრო ჩნდება ეჭვი მამუკა მდინარაძეზე, ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთნაირი სცენარის ნაწილიც ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ ელისაშვილის მზაკვრულად მიპარვის მეთოდსა და დარტყმის არეალს, ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ლიბერალ ფაშისტებს ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონოდათ. ნურც ირაკლი კობახიძის მიმართ ოლივერ ვარჰეის ვითომდაც სხვათა შორის გაჟღერებული გაფრთხილება-მუქარა ნუ დაგვავიწყდება. რადგან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები მოახლოებულ დასასრულს გრძნობენ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომაც ასეთ ფაქტს უფრო მეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შესაბამისმა უწყებებმა კი დროულად გამოიძიონ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.