გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გამჭვირვალობის კანონიც

16-07-2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს და აღნიშნავს, რომ სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე.


ჩაკვეტაძის თქმით, ზემოთ ხსენებული კვლევით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი.


„სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე ჩატარებული საბაზისო კვლევით დასტურდება, რომ 474 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქტს: 51%-ს არ გააჩნია ოფიციალური ვებ.გვერდი; 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო; 68%-ს - პროექტების დასახელება; 89%-ს - გრანტების ოდენობა; 80%-ს - პროექტის/გრანტის ვადა; 97%-ს - წლიური ანგარიში; 70%-ს - ინფორმაცია გუნდის შესახებ. ამით, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი. როდესაც რაიმეს მალავ, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ეს საჯარო არ გახდეს. ასევე, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს არ იცავ, უხერხულიც კი არის, სხვას მიუთითო გამჭვირვალობაზე. ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს კანონიც. კვლევის შესახებ https://digital708.wixsite.com/transparency-1 https://digital708.wixsite.com/transparency“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.