16-07-2024
2024 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს.
მაია ომიაძის განცხადებით, იანვარი-ივნისის პერიოდში საქართველოში 2,123,816 ტურისტული ვიზიტი შედგა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები სრულად გამართლდა.
„პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, 2 მილიონს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურების ოდენობამ საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოლოდინები წლევანდელ წელთან დაკავშირებით, პროგნოზი რაც იყო აბსოლუტურად გამართლდა და სწორად მივდივართ.რა თქმა უნდა ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ჩვენ შევხედავთ მესამე კვარტლის ბოლოს რაციფრებს მივიღებთ“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
როგორც მაია ომიაძემ აღნიშნა,იანვარი-ივნისის პერიოდში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ევროპიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან.
„ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, ტრენდი ამას აჩვენებს. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, რომ ვისაუბროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღსანიშნავია ევროპის ქვეყნებიდან და ბრიტანეთიდან ზრდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩევიანსაფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან თითქმის 40 %-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგი შედეგია.ეს სწორი პოლიტიკის გატარებით მიიღწევა, რაც გულისხმობს ბაზრის დივერსიფიკაციას, ფრენების დამატებას, სიხშირეების გაზრდასა და სწორ მარკეტინგულ კამპანიებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.