გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი უნგრეთის თავმჯდომარეობაზე ევროკომისიის ბოიკოტის შესახებ: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა

16-07-2024

მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


ქართველიშვილის შეფასებით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა და კუდის ბოლო მოქნევა მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიამ“ ევროპაში ვერც ფუცო და ორბანი გაანადგურა ფიზიკურად, ხოლო ამერიკაში - ვერც ტრამპი.


„თავში მიტრიალებს მხოლოდ ერთი კინემატოგრაფიული ფრაზა: „ყველას ვერ დახვრეტთ!“. სხვა კომენტარს ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას ვერ გავუკეთებ. ჯერ იყო და მან მოუწოდა უნგრეთში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო უწყებების მინინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებისაკენ, და იმავე თარიღებში იგივე მინისტერიალი სულ სხვა ლოკაციაზე დანიშნა. და, აი, მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა და კუდის ბოლო მოქნევა მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიამ“ ევროპაში ვერც ფიცო და ორბანი გაანადგურა ფიზიკურად, ხოლო ამერიკაში - ვერც ტრამპი. ეს არის ამ ომში გარდაუვალი წაგების ისტერიული და უტყუარი ნიშანი. ეს არის აგონია და „პაციენტის“ კლინიკური სიკვდილის ფაზაში შესვლა, რასაც რეანიმაციული ღონისძიებები ვეღარ უშველის“, - წერს დავით ქართველიშვილი.