გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილი: ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება ინკლუზიური გახდეს

22-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის - „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო.


პრეზენტაციის დროს ზურაბიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას.


„ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იმ დარგში, სადაც ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. ვფიქრობ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ასევე საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილის თქმით, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია რეგიონებშიც.


„მე ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი მხარდაჭერა არის ევროპულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ეს ოჯახები“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.