გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე

17-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების„ საარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დეზინფორმაციულ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები მათთვის უკანასკნელი შანსია.


თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ არჩევნები რთული იქნება, თუმცა მშვიდობისა და სიმართლის გამარჯვებით დასრულდება.


მისი თქმით, მოსახლეობას არჩევანი აქვს სიმართლესა და სიცრუეს შორის, მშვიდობასა და ომს შორის, სადაც ბუნებრივია ხალხი სიმართლესა და წინსვლას აირჩევს.


„გუშინდელი დღის შემდეგ, დაინახეს რა სრულად მობილიზებული ძლიერი სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიცია ჩართავს დეზინფორმაციის ნაკადს და დაიწყებს კვლავ ბინძურ საარჩევნო კამპანიას. ვიხილავთ იგივეს, რაც ვიხილეთ გაზაფხულზე და ალბათ კიდევ უფრო მეტს, რადგან ეს არჩევნები მათთვის ბოლო შანსია და უკან არაფერზე დაიხევენ, მათ შორის, ძალადობაზე.


ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. რთული იმიტომ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა თავიანთი ლიბერალური ფაშიზმით ბოლომდე შემოგვიტევენ არა მარტო ჩვენ, არამედ, ქვეყანას. თუმცა, უახლოესმა წარსულმა აჩვენა, რომ ისინი შედეგს ვერც ხელისუფლებასთან და ვერც საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებით ვერ აღწევენ. პირიქით, თავად ზიანდებიან.


ამ არჩევნებში ქართველ ხალხს მარტივი არჩევანი აქვს სიმართლესა და სიცრუეს შორის, რეალურ და ყალბ პატრიოტიზმს შორის, მშვიდობასა და ომს შორის, სუვერენიტეტსა და უსიტყვო მორჩილებას შორის. ბუნევრივია, ხალხი ირჩევს მხოლოდ სიმართლეს და წინსვლას. ბიძინა ივანიშვილის გუშუნდელმა დამაჯერებელმა გამოსვლამ, საზოგადოებაში კიდევ ერთხელ განამტკიცა მოლოდინები იმის შესახებ, რომ საქართველო უკან არ დაიხევს და მხოლოდ წინ ივლის ღირსეული განვითარების გზაზე,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.