გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

17-07-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.


„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი - 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შექმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესში, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა და ხორბლის აღება-დაბინავება ორგანიზებულად მოხდეს.


ოთარ შამუგია ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის ნათეს ფართობზე იმყოფებოდა, სადაც ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. ფერმერს 700 ჰა-ზე აქვს ხორბალი დათესილი.


ნუგზარ ალუღიშვილმა ერთწლოვანი კულტურების მოყვანისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით სესხის თანხამ 100,000 ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის საშუალებით შეიძინა 4 ერთეული ტრაქტორი, რომლის ფარგლებშიც 563,000 ლარი აგროკრედიტი აიღო.


როგორც ფერმერმა ნუგზარ ალუღიშვილმა განაცხადა, 2023 წელს მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 3 ტონას აღწევდა, წელს კი, 1 ჰა-ზე 4.5 ტონას მიიღებს. აღნიშნული ზრდა სწორმა ტექნოლოგიურმა მიდგომამ და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.


აღსანიშნავია, რომ წელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.