გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

GITA - სა და GAIA- ს ორგანიზებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

18-07-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა(GITA)და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, 16 ივლისს ქართული AI და მონაცემთა ტექნოლოგიების საზოგადოების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა AI კომპანიებმა და სტარტაპებმა წარმოადგინეს პროგრესი, რომელსაც გასულ პერიოდში მიაღწიეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს  საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხედვა, გეგმები და ამ პროცესში ტექნოლოგიური და სამეწარმეო საზოგადოების ჩართულობა.


ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე 2021 წლიდან აღინიშნება კომპანია AI Heart-ის ინიციატივით და მიზნად ისახავს იმ წვლილის წარმოჩენას და დაფასებას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში შეაქვს და მომავალში უფრო აქტიურად შეიტანს.


საქართველოში ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის მთავარ 3 ტექნოლოგიურ პრიორიტეტში დასახელდა. GITA, საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ახალი პროგრამებისა და პროექტების შექმნაზე, რომელიც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ფუნდამენტურ კვლევებს, ტექნოლოგიების განვითარებას და საერთაშორისო პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნას შეუწყობს ხელს.


საქართველოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღის აღნიშვნისთვის გაერთიანება კი კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ტექნოლოგიური საზოგადოების მზაობას და სურვილს, რომ გლობალური მოძრაობის ნაწილი იყოს და მისი განვითარების სწრაფ ტემპს მუდმივად მიჰყვეს.