გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რით არის გამოწვეული

18-07-2024

„მეთიუ მილერს რომ დაუსვან შეკითხვა-თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს "იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა", მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რით იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს,“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.“


ექსპერტის თქმით, წინა ხელისუფლება მათი მონა-მორჩილი იყო და ამჟამინდელი კი უფრო ეროვნული ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვაზე ორიენტირებული, შესაბამისად ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული.


„მეთიუ მილერს, ტრადიციულ ბრიფინგზე, რომ დაუსვან შეკითხვა, თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს "იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა", მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რით იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს. დღეს რომ პირდაპირ ვთქვათ ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითია გამოწვეული ამაზე რას გვიპასუხებს...ალბათ რაღაც ისეთს რაც ჯერ არ გაგვიგია ან უბრალოდ მოითხოვს შემდეგი კითხვა დაუსვან. ჩვენი კი ვიცით პასუხი- მიუხედავად ყველაფრისა, წინა ხელისუფლება მათი მონა-მორჩილი იყო და ამჟამინდელი კი უფრო ეროვნული ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვაზე ორიენტირებული, შესაბამისად ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.