გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს

18-07-2024

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა „დემოკრატიული რეგენერაციის“ გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, გააუმჯობესებს მედიის გამჭვირვალობას და მეტ ნათელს მოჰფენს მედიის დაფინანსებას.


სანჩესის ეს გეგმა უკვე დაგმო მემარჯვენე ცენტრის კონსერვატიულმა მემარჯვენე ოპოზიციამ (PP/EPP) და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პრესის ცენზურის და კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა - ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.


სანჩესმა პარლამენტს 17 ივლისს განუცხადა, რომ დემოკრატიის სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკება ყველა საპარლამენტო ჯგუფთან და მედიის წარმომადგენლებთან მოხდება.


მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს მედიის მეტ დამოუკიდებლობას და დაიცავს ესპანურ დემოკრატიას.


ამასთან, სანჩესის განცხადებით, შემოთავაზებული კანონმდებლობა შეესაბამება მედიის თავისუფლების რეგულაციას.


მედია უნდა იყოს თავისუფალი საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობით, მაგრამ მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, თუ შეურაცხყოფენ ან ცილისწამებას აყენებენ - ამტკიცებს ესპანეთის პრემიერი.


სანჩესს მედია ცენზურაში ადანაშაულებს. საქმე აღძრა მანოს ლიმპიასმა (სუფთა ხელები), თვითგამოცხადებულმა პროფკავშირმა, რომელიც კავშირშია ესპანურ ულტრამემარჯვენეებთან. სანჩესის გეგმებზე საპასუხოდ, PP-ის ლიდერმა ის მედიის მიმართ მუქარაში და კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით კი, მთავრობა აპირებს შეაჩეროს ცრუ ინფორმაცია და კანონი გამიზნული იქნება მათზე, ვინც „ტყუილი მოგებიან ბიზნესად აქცია“.