გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ილია დარჩიაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, საქართველომ წარადგინა კონკრეტული ინიციატივები

18-07-2024

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, სამიტის გახსნაზე ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველო ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არიან ევროპული ოჯახის წევრები, უფრო მეტად დაახლოვდნენ და ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველოც ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ევროკავშირს. ჩვენ ცალკე, ინდივიდუალური, ორმხრივი ფორმატი გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არის მთავარი ხაზი ჩვენი ევროინტეგრაციის, თუმცა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის ერთ-ერთი სასარგებლო მექანიზმი, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატებული ევროპული ინტეგრაცია.


დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. გახსნის ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინა და ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი თემა იყო ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.


„მრგვალი მაგიდის ფორმატში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად. საკითხი ეხებოდა ენერგეტიკას და დაკავშირებადობას და საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე ამ პროცესის, ერთი მხრივ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ჩვენი როლის კუთხით, იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. საუბარი შეეხო სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ენერგოპროექტებს. მათ შორის, საკითხი შეეხო შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც აუცილებლად მოემსახურება ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველომ ჩამოიტანა კონკრეტული ინიციატივები, თუ რა შეიძლება მოხვდეს საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც შეაჯერებენ დღევანდელი ღონისძიების მონაწილეები. ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, აქაც მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინიციატივები და ხედვები შესაბამისად იქნება დოკუმენტებში ასახული. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად მოახდინონ კონსოლიდაცია და ასევე უზრუნველყონ ენერგორესურსების დივერსიფიცირება, იმისთვის, რომ არ იყოს ერთ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.