გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: პოლონელმა ევროდეპუტატმა ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკმა დაადანაშაულა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლაში

19-07-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავომისიის პრეზიდენტად არჩევას და სრულად იზიარებს ამ დანიშვნაზე პოლონელი დეპუტატის ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკის შეფასებას. როგორც ქართველიშვილი წერს, სწორედ ამ პოლონელმა ევროდეპუტატმა უწოდა უმძიმესი შეცდომა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ლაიენის ჯერ კიდევ პირველ შემთხვევაში არჩევას.


„მესმის, რთული გვარი აქვს, მაგრამ ამ „ქარდს" ნამდვილად აკლია. სადაც ნახევარი წელი ვსწავლობდით და შევისწავლეთ იუკნავიჩიენე, თანაც სხვადასხვა ხერხებით, ეს ქალბატონიც დავიმახსოვროთ: ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკი. სწორედ ამ პოლონელმა ევროდეპუტატმა დაადანაშაულა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლაში. ასევე ბრალი დასდო ჩამოყვანილი მიგრანტების მიერ ევროპელი ქალების გაუპატიურებაში და უმძიმესი შეცდომა უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მისი ჯერ კიდევ პირველ შემთხვევაში არჩევას.


დეპუტატის განცხადებით, სწორედ ფონ დერ ლაიენის ბრალია „დღეს ევროკავშირი რომ გახვეულია "კლიმატურ სიგიჟეში", მოსახლეობა სულ უფრო ღატაკდება, ხოლო ლტოლვილების ნაკადებს ვეღარ აჩერებენ. ყველაფერი იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე", - წერს დავით ქართველიშვილი.