გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ახალ კამპანიას იწყებს

19-07-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს ლაურა მილოს სანჩეს შეხვდა.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო და დაჯავშნის პლატფორმა Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს, საქართველოს ტურისტული მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა.


„Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით.


Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის სამი მილიონი ტურისტული განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.