გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შემოსავლების სამსახური საფოსტო გზავნილების შესახებ ბოლო 1 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

19-07-2024

ბოლო 1 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, უწყება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გაზრდილი საფოსტო გზავნილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები.


„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ბოლო 1 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია.


ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, უწყება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გაზრდილი საფოსტო გზავნილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები.


შეგახსენებთ, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც არის მიმღების და გამგზავნის წარმომადგენელი. ის შემოსავლების სამსახურში საქონლის შესახებ, ინფორმაციის წარდგენისას, ხელმძღვანელობს თავად პირის მიერ მიწოდებული მონაცემებით, შესაბამისად, გზავნილის მიმღები და გამგზავნი ვალდებულია საფოსტო გზავნილის გადამზიდავს მიაწოდოს სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს არ აქვს თანმხლები დოკუმენტაცია, რის გამოც დაუდგენელია მისი ღირებულება ან თუ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გზავნილის სავარაუდო ღირებულება აღემატება დოკუმენტაციაში ასახულ თანხას - საბაჟო ორგანოს მიერ, განხორციელდება საქონლის ექსპერტიზა სწორი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. არასწორი მონაცემების მიწოდების ( ღირებულების) გამოვლენის შემთხვევაში დგება საჯარიმო ოქმი საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად.


აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, ყველა საფოსტო გადამზიდავის მიმართ, თანაბრად ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმები/საბაჟო კონტროლის პროცედურები.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირებს მოუწოდებს, საფოსტო გზავნილის გადამზიდავ კომპანიებს მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ამანათის შეყოვნება და სწრაფად განხორციელდეს მის მიმართ საბაჟო ფორმალობები,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.