გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაკა ქიმერიძე: ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობამ მწვანე ეკონომიკა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა

22-10-2018


„ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობამ მწვანე ეკონომიკა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. თბილისის შემოვლითი გზის პროექტი იმ სახით, როგორც იყო არ განხორციელდება, დღეს წარმოდგენილი პროექტი  გულისხმობს ღია მეტროს მშენებლობას, 8 სადგურის მშენებლობას ეტაპობრივად ისე, რომ ქალაქის შედარებით მოშორებული უბნები მიწისზედა მეტროთი იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩემი აზრით ეს ძალიან  ნოვატორული პროექტია, ევროპის წამყვან ქვეყნებში ასეთი ტრანსპორტით ხდება მოშორებული უბნების ერთმანეთთან დაკავშირება და ზოგადად კონცეფცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფრო სუფთა, ავტობუსის ხაზების პრიორიტეტულობა სამოძრაო გზებზე, არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ორქისი“-ს  დირექტორმა, გარემოსდამცველმა მაკა ქიმერიძემ.

 

 

მისივე თქმით, ეს  მოდელი გარემოსდაცვით რისკებს, ეკოლოგიურ პრობლემებს ამცირებს და ამავე დროს მიზნად ისახავს სწრაფ განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

 

,,თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკა მოიცავს ექვს მთავარ სექტორს, განახლებითი ენერგია, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, ე.წ  მწვანე შენობების მშენებლობა, რესურსების სწორი მართვა. ამ მიმართულების ერთერთი მთავარი პრინციპი  მონიტორინგის და შეფასების პროცედურებს გულისხმობს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში განსაკუთრებით მნშვნელოვანია. დღეს ჩვენ მწვანე ტრანსპორტის კონცეფცია მოვისმინეთ, რასაც  მივესალმები და ძალიან პოზიტიური კონტექსტია ეს ჩემთვის, ასევე ახალი ავტობუსების ჩამოყვანა და ავტოპარკის განახლება, ყველაფერი ეს ზოგადად ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს,  რაც მნიშვნელოვანია  ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ქიმერიძემ.