გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: ჩემი უპირობო მხარდაჭერა დიმიტრი ხუნდაძეს, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი" შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა" გამოუვიდათ

21-07-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერით გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ, პარტიის გენერალურ მდივან დიმიტრი ხუნდაძეს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია ცილისმწამებლურ კამპანიებით გამოირჩევა და მაგალითად მოჰყავს 2 წლის წინ, მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები.


როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აგრესიას, რომლითაც „TV პირველის“ („ნოდარ მელაძის შაბათი") გადამღები ჯგუფი მოქმედებდა, არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტიკასთან.


„ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც სახლიდან გასასვლელი სოფლის გზა ჩამიხერგა „შავNOდარას" გადამღების ჯგუფმა და სამსახურში გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. „ჟურნალისტის" შეკითხვებს რა დამავიწყებს: მართალია, რომ დღემდე სუს-დან ვიღებ ხელფასს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ჩემი პოსტების ტექსტებს სუს-დან მაწვდიან, რომ სუს-ში მუშაობის პერიოდში ჩემს თანამშრომლებს ვაიძულებდი ოპერატიული ცნობების წერას რუსულ ენაზე და ა.შ. იყო სხვა უამრავი სიგიჟეც, მაგრამ ესეც საკმარისი იყო გადამღები ჯგუფისთვის მძიმე ფსიქიატრიული დიაგნოზის გამოსატანად.


ამ დიაგნოზს აშკარად ამძიმებდა „შავNOდარას“ სვავების ჩემთან დესანტირებამდე რამდენიმე ხნით ადრე „გლავკანალის" ექსპერტების საჯარო ტელემტკიცება, რომ მე შვიდი წელია რაც ქვეყნიდან ვარ გაქცეული რუსეთში, ამ ხნის განმავლობაში მოვასწარი ციხეში მოხვედრა, საიდანაც მე „ოცნებამ" გამომიყვანა და ამჟამად ჩემი ადგილსამყოფელი უცნობია. არგუმენტი, რომ მე 10 წელი ქვეყნის ფარგლები საერთოდ არ დამიტოვებია და 11 წელი ძეგვიდანაც კი იშვიათად გავდივარ, ფსიქიატრიული აშლილობის მატარებელ ოპონენტებთან არ გაჭრა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტშიც ამედევნა „შავNOდარას“ გადამღები ჯგუფი, სად გარბიხარო, „იმედში" გელოდებიანო. ჩემს გულწრფელ პასუხს, რომ არა, სასაფლაოზე უნდა გავიდე - ამაღამ სასაფლაოზე რა გინდაო? შვილთან მივდივარ მეთქი. და შენი შვილი დღეს შენს „რუსულ კანონს" მოიწონებდაო - არ მეშვებოდნენ ეს ლეშიჭამიები...


ამხელა წინასიტყვაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ კონკრეტული გადამღები ჯგუფის ან კომპეტენციაზე, ან მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე შემექმნა შთაბეჭდილება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ დეზინფორმაციული ზედოზირებით აკმაყოფილებს თავის თავში აზროვნების დეფიციტს. ეს სტატუსი კი, ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი" შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა" გამოუვიდათ.


მათი თითოეული სიუჟეტური ხაზი რამე კონკრეტული, მათი საყვარელი, ხელოვნურად შექმნილი და „კარგად ცნობილი" სტიგმების გარშემო ტრიალებს. მაგალითად ბიძინა ივანიშვილი - „რუსი ოლიგარქია", დავით ქართველიშვილი - „რუსეთუმე კა-გე-ბე-შნიკი", დიმიტრი ხუნდაძე - „მცხეთის ფეოდალი". ასეთ „ნაძვის ხეზე" მიდის შემდგომ მათი ფეიკ-სათამაშოებისა და გირლანდების ჩამოკიდება, რომლის გარშემო თვითონვე ურტყამენ წრეებს „ზილინა-ზილინა"-ს თანხლებით, რაც მხოლოდ მათ ოლიგოფრენიულ აუდიტორიაზეა განკუთვნილი და მეტი არაფერი. ასეთი სიჯიუტით, ყოველი მსგავსი სიუჟეტით, საკუთარ „გამელოტებულ" საარჩევნო შანსებს ობლად დარჩენილ უკანასკნელ თმებსაც აცლიდე შეშლილი სიხარულით - ამას მხოლოდ ავადმყოფურ წარმოსახვებში თუ შეძლებ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.