გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

22-10-2018

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.


მან ელჩებთან წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა, რომელიც ევროპული ტიპის კამპანიის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

 

„არჩევნებამდე დარჩა ერთი კვირა და საჭირო იყო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შეჯამების სახით გაგვეცნო, თუ როგორი არაევროპული ტიპის კამპანია ჩატარდა. გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და სხვა ხერხები, რაც შეიძლებოდა საქართველოში დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო. სინამდვილეში, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. თითქოს ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ერთიანობის, თანასწორობის, თანაცხოვრების იმ პრინციპების დარღვევა, რაც აქამდე მოვიტანეთ. არავის აქვს მისი დარღვევის უფლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.