გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი

21-07-2024

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბორის ჯონსონის ვიზიტის შემდეგ, ყველამ დავინახეთ, მიწასთან გასწორებული უკრაინა, უამრავი დახოცილი მეომარი და მშვიდობიანი მოსახლეობა.


მისივე თქმით, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი, რომელმაც უარი ათქმევინა უკრაინის ხელისუფლებას ომის შეწყვეტაზე, დღეს მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ეს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი, იგი ღრმად ყოფილა დარწმუნებული, რომ ტრამპს ამის ძალა და გამბედაობაც აქვს.


„2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა. რას დაპირდა და რას არა, ეს არ არის საინტერესო, მან უთხრა, უბრალოდ იომეთ! ამ შეხვედრის დეტალები არახამიამ გააჟღერა და პირდაპირ დაადო ხელი ინგლისის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბორის ჯონსონის ვიზიტის შემდეგ, ყველამ დავინახეთ, მიწასთან გასწორებული უკრაინა, უამრავი დახოცილი მეომარი და მშვიდობიანი მოსახლეობა. ფაქტობრივად დასავლეთმა, ამ ომის დამწყებმა ძალამ, გადააგდო და გაწირა უკრაინა. რა ხდება ახლა, იგივე ბორის ჯონსონი, რომელმაც უარი ათქმევინა უკრაინის ხელისუფლებას ომის შეწყვეტაზე, დღეს მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ეს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი, იგი ღრმად ყოფილა დარწმუნებული, რომ ტრამპს ამის ძალა და გამბედაობაც აქვს. ნუთუ ახლა მაინც ვერ უნდა მივხვდეთ რას გადავრჩით,”- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.