გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა

22-10-2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად თამარის დასახლებაში ახალი ბაღი გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალ გარემოში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.


საბავშვო ბაღის სამსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. აღსაზრდელებისთვის კეთილმოწყობილი შიდა ეზო სათამაშო მოედნითა და ატრაქციონებით მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათება.


საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. ბაღი 200-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.



ipn.ge