გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას" პრაქტიკულად მონოპოლიზებული ჰქონდა თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე კერძო სექტორში, პოლიტიკური მოსაზრებებით უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში

22-07-2024

უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში, ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2004 წლიდან 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა" თავიდან ბოლომდე შეჭრილი იყო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში.


„წმენდაზე საუბარი არის აბსოლუტური ტყუილი, რაც მე ვთქვი, ის არის ფაქტი 2004 წლიდან 2012 წლამდე თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობა" იყო შეჭრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მთელ რიგ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე კერძო უნივერსიტეტებში შეიჭრა, თქვენ იცით, რომ სააკაშვილის დედამ 1 ლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტი, ერთ-ერთმა „ნაცმოძრაობის" პოლიტიკოსმა მიითვისა აგრარული უნივერსიტეტი, ისინი იჭრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში, იგივე პრაქტიკა იყო მედიაში, სხვა სფეროებში, ანალოგიურად იჭრებოდნენ ისინი კერძო უნივერსიტეტებში.


არ ვიცი, ვინ არის ქეთევან ქუთათელაძე და რა ფაქტთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც მე გავიხსენე, არის ფაქტი, რომელსაც დაადასტურებს უამრავი ადამიანი, უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში. ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას", „ნაცმოძრაობას" სურდა ყველაფრის მონოპოლიზება და ახერხებდა ამას წარმატებით, როგორ მოახერხეს მედიის მონოპოლიზება, ასე პრაქტიკულად მონოპოლიზებული ჰქონდათ თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე კერძო სექტორში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.