22-07-2024
ნაც. მოძრაობამ ახალი პროექტი დაიწყო - ,,ემგიდი''. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ჩაკვეტაძე აფასებს სოფო ჯაფარიძის განცხადებას, სადაც საკუთარი თავი მოქალაქედ მოიხსენია და აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე, კანონმდებლობის თანახმად, პარტიას წარმოადგენს და მიხეილ სააკაშვილის "სპეციალური წარმომადგენელიც" არის. რაც შეეხება ემიგრანტებს, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს.
"მოგესალმებით მოქალაქე სოფო ჯაფარიძეო...
კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს. პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის ,,პირადი წარმომადგენელი''. ამათ მე მგონი მართლა ჰგონიათ, რომ ,,ერთიანობა'' რომ დაირქვეს, ნაცები აღარ არიან.
ნაც. მოძრაობამ ახალი პროექტი დაიწყო - ,,ემგიდი''. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია!
რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა 26 ოქტომბერს ხმა მისცეს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია.
ასევე, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სათვისტომოებიდან კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სამშობლოში დაბრუნება." - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.