გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რატი იონათამიშვილი: მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა

23-07-2024

„მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობა უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავეთა პარტიას კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანა განაჩენი და 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


იონათამიშვილის თქმით, პატიმარ ზ.მ.-ს სასტიკი წამების ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის უკან გამოხმობა იყო.


მანვე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის ავტორებს განსაკუთრებით დევნიდა და აწამებდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი და ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება.


„მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობა უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავეთა პარტიას კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანა განაჩენი და 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა. აღსანიშნავია, რომ პატიმარ ზ.მ.-ს სასტიკი წამების ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის უკან გამოხმობა იყო. ესეც ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის ავტორებს განსაკუთრებით დევნიდა და აწამებდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ამ ქვეყნის 300,000 მოქალაქე გაასამართლა, მარტო 2011 წელს 24 ათასზე მეტი პატიმარი ჰყავდა, პატიმრების რაოდენობით 100,000 სულ მოსახლეზე რუსეთსაც კი უსწრებდა, პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდა, აწამებდა და კლავდა და ერთ პატიმარზე თვეში დამამცირებელ 335 ლარს ხარჯავდა (დღეს 1,800 ლარი იხარჯება). ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება!“ - წერს რატი იონათამიშვილი.