გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: ნაცკონგლომერატის გამორჩეულად უდონო ჯამბაზი გიორგი ვაშაძე შეუერთდა რადიკალთა იმ საერთო „მესიჯბოქსს“, რომ თითქოს არ ერჩიან რუს ტურისტებსა და ორმხრივ ვაჭრობას - თუ სექტაში მეხსიერების პრობლემა აქვთ, საზოგადოებაში ასე არ არის

23-07-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ არასდროს იყო სანქციების დაწესების მომხრე მაშინ, როცა იგივე ვაშაძე 2022 წელს აცხადებდა, რომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის.


აბაშიძის თქმით, გიორგი ვაშაძე შეუერთდა რადიკალთა საერთო „მესიჯბოქსს“, რომ თითქოს არ ერჩიან რუს ტურისტებსა და ორმხრივ ვაჭრობას. მანვე აღნიშნა, რომ თუ სექტაში მეხსიერების პრობლემა აქვთ, საზოგადოებაში ასე არ არის.


„ნაცკონგლომერატის გამორჩეულად უდონო ჯამბაზი გიორგი ვაშაძე შეუერთდა რადიკალთა იმ საერთო „მესიჯბოქსს“, რომ თითქოს არ ერჩიან რუს ტურისტებსა და ორმხრივ ვაჭრობას. უდონო ვახსენე იმიტომ, რომ თუ სექტაში მეხსიერების პრობლემა აქვთ, საზოგადოებაში ასე არ არის. აქვე დავსვამ შეკითხვას - ლუზერები ჩამოყალიბდნენ, თუ ვინ იქნება „პოლიტიკობანას“ თამაშში მომავალი პრემიერი? პრეტენდენტი არაერთია, მათ შორის კლოუნი ჭიჭე ვაშაძე, თაღლითი მამუკა ხაზარაძე, მოღალატე გახარია და ა.შ. ჩამონათვალი არასრულია“, - წერს აბაშიძე.