გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა: დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას საავადმყოფოში მიიღებენ, ამისთვის მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს

23-07-2024

„დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


ექსპერტის თქმით, დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.


მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული.


„მიხეილ სარჯველაძე, ამ სახელის გაგონებაზე ადამიანებს სახე უნათდებათ. დღესაც ეს მოხდა, დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა.


დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.


გავიხსენოთ სააკაშვილის მმართველობის დროს რა დღეში იყო ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ჰქონდათ მორგებული მთელი მისი ბიუჯეტი, მონოპოლია ჰქონდათ მედიკამენტებზე, საავადმყოფოებს საკუთრებაში იფორმებდნენ და ა.შ. ფაქტობრივად „მაფია“ მართავდა ამ სექტორს.


მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული“, - წერს ნინო ფოჩხუა.