გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ჩიხელიძე: ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს

23-07-2024

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.


ჩიხელიძის თქმით, ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის, რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს.


„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადებას და სახელმწიფო გადატრიალების ეხება. ოპოზიციური არხები, ოპოზიცია და გამოკითხული პირები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით იყო აღძრული. ახლა კი ირკვევა, რომ ტერორისტული აქტი მზადდებოდა როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ რადგან ოპოზიციური მედია დუმს, ეს ნიშნავს რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს, ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირი აქვს..... ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს“, - წერს დავით ჩიხელიძე.