გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ მოლაპარაკებების დასკვნითი შეხვედრები გამართა

23-07-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წამყვან ბრიტანულ ავიაკომპანიებთან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ მოლაპარაკებათა დასკვნითი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


„ჩვენი პრიორიტეტია, გვქონდეს პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან. ამ მიზნით, ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, რათა მათ დაიწყონ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი საავიაციო და ტურისტული პოლიტიკის პრიორიტეტია. პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ფრენების დაწყების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დაიწყება მასობრივი მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში, რათა გაიზარდოს საქართველოსა და მისი ტურისტული პროდუქტების შესახებ ცნობადობა და მაქსიმალურად სწრაფად აისახოს ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების ეფექტი ტურიზმის შედეგებზე.


მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება ბრიტანეთთან განსაკუთრებით დადებითად აისახება ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორზე, რომლებიც შეძლებენ, მაღალმხარჯველუნარიან ბრიტანელ მოგზაურებს შესთავაზონ მრავალფეროვანი ტურისტული სერვისები.


შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.


შეხვედრები ბრიტანეთის წამყვანი ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან მარიამ ქვრივიშვილმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა, სადაც მონაწილეობდა The National Geographic Traveller Food Festival-ში საქართველოს დელეგაციასთან ერთად. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, "მასტერკლასის თეატრში" ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen ჩატარდა.