გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი რადიკალების მისამართით: რასაც უეჭველი ველოდებით - ამ უპრინციპო, უსამშობლო, განსულიერებული არსებების სასტიკ და დაუნდობელ დამარცხებას 26 ოქტომბერს

24-07-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს და იმ მოლოდინებს ეხება, რასაც ამ ძალების წარმომადგენლები მომავალში გადადგამენ.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთა მხრიდანაც წარმოუდგენელია ადამიანობისა და პრინციპულობის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.


„ბოკუჩავა - ტრამპის ყრილობაზე. გვარამია - ქართველ მეღვინეებთან. გახარია - ხაზარაძესთან. ხაზარაძე - ელისაშვილთან. ვაშაძე - რუს ტურისტებთან. ველოდებით: მერაბიშვილს - სანდრო გირგვლიანის საფლავზე, ხოლო ზურაბიშვილს - ირინა ენუქიძის; აცრემლებული მეგის ქარდავას წერილს - სერგო თეთრაძის ოჯახის სახელზე. არ ველოდებით: მათ ქმედებებში კაცობის, ადამიანობის, პრინციპების, ნამუსის გამოვლინების ნაპერწკალს. რა თქმა უნდა არ ველოდებით იმას, რაც მერაბიშვილს, ზურაბიშვილს თუ ქარდავას მივაწერე - „შავი და უადგილო იუმორის“ კატეგორიისა იყო, რაზეც ბოდიშს ვიხდი. ხოლო რასაც უეჭველი ველოდებით ამ უპრინციპო, უსამშობლო, განსულიერებული არსებების სასტიკ და დაუნდობელ დამარცხებას 26 ოქტომბერს. ვის „დაბოლებას“ აპირებენ? ქართველი ხალხის?“, - წერს დავით ქართველიშვილი.