გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანებაზე: გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობაა აქედან გამომდინარე სერიოზული არ არის ეს გაერთიანება

24-07-2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანებაზე საუბრობს.


ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს გაერთიანება სერიოზული არ არის, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები.


„გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი, სადაც ისედაც ვიცოდით, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. ანუ, ცალკეულ ორგანიზაციებში და ახლა ისინი გააერთიანეს. აქედან ერთ-ერთი შეგახსენებთ, არის ვინმე მანაგაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა -ამორალური, რაც შემდეგ მოიწონეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის, ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, გაემიჯნა საკუთარ დედას და ეს მერე მოუწონეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, კოლექტიური ნაცმოძრაობა და რა ღირებულებებზე დგანან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება. ისედაც იცოდა ყველამ, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები. ისინი უბრალოდ მანამდე დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.