გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

22-10-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ფ.გ-ის კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 42.88 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,942.86 ლარი შეადგინა.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,942.86 ლარის ოდენობით შეეფარდა.


ipn.ge