გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა სუს-ის გამოძიებაზე: ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის მოთმენის დრო, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი და მიიყვანონ საქმე ბოლომდე

24-07-2024

დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.


ექსპერტის განცხადებით, მოთმენის დრო არ არის და საჭიროა, შესაბამისმა უწყებებმა ყველა ეჭვმიტანილი ჩამოიყვანონ, დაკითხონ და გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ.


"დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის დრო მოთმენის, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი, დაკითხონ და მიიყვანონ საქმე ბოლომდე.
როგორ ჰგონიათ, ქართველი ხალხი დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც სტაბილურად ვითარდება და ამ მშვიდობის გარანტს, ბიძინა ივანიშვილს გვერდით არ დაუდგება?" - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.