გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თიბისის მხარდაჭერით, რესტორანი „წისქვილი ტერასა" გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა

24-07-2024

თიბისის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი ჯგუფის" რიგით მე-8 რესტორანი - „წისქვილი ტერასა" გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა.


პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 2 მილიონ ლარს შეადგენს.


ახალი რესტორანი მთავარ დარბაზს სცენით, გამწვანებულ ტერასას, საზაფხულო ბარსა და ვიტრაჟულ სივრცეებს აერთიანებს.


„წისქვილი ტერასას" დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები - თიხა და ხე. ასევე, ლითონის დეტალები და მცენარეები.


რესტორანში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის - ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები.


სამზარეულოში განთავსებულია როგორც მაყალი, ისე დახურული და ღია ტიპის გრილები – Josperi და Parrilla. იტალიიდან ჩამოტანილ ღუმელში კი ცომეული გამოცხვება.


თიბისი „წისქვილი ჯგუფის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია ჯგუფის დაარსების დღიდან. პირველი რესტორანი - „ეთნო წისქვილი" 2002 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და თბილისსა და მის შემოგარენში 8 რესტორანს აერთიანებს: „ეთნო წისქვილს", „ლუდის მოედანს", „ღვინის ეზოს", "წისქვილს მცხეთაში", „წისქვილს ვაკეში", „წისქვილს წყნეთში" და „წისქვილი ტერასას". ასევე, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი" და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი „წისქვილი ბაზარი".