გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება

24-07-2024

სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს. აცრების პარალელურად, ცხოველში დაავადების გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრუცელოზის სერომონიტორინგი მიმდინარეობს.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში სააგენტოს ვეტერინარებმა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაცია 9700 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარეს. მიმდინარე წელს ლაბორატორიულად გამოკვლეულია 1098 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ნიმუში. შედეგად, ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 67 სული.


დაავადებული პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო დაკვლას აღიარების მქონე სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობითა და სანიტარიული ნორმების სრული დაცვით. პარალელურად, ცხოველთა სადგომებსა და სასაკლაოებში ტარდება დეზინფექციის სამუშაოები.


აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 130 000 სული მსხვილფეხა და 54 000 სული წვრილფეხა საქონელი.


„ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის, განსაკუთრებით რძის გამოყენებით. ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება შესაძლებელია რძის ადუღებით ან პასტერიზებით. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები“ –აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.