გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაზა გაბუნია: სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფისათვის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი მერიასთან აქტიურად ვმუშაობთ

22-10-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფისათვის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი თბილისის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს.

 

 

"მინდა მივესალმო იმ თანმიმდევრულობას, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან  სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფისათვის არსებობს.

 

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი, აქტიურად მუშაობს დედაქალაქის მერიასთან იმ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რამაც საჭირო  სატრანსპორტო პოლიტიკის ეფექტურობისთვის სამართლებრივი ბაზა უნდა შექმნას.

 

 

უმნიშვნელივანესია ის რეფორმები, რასაც ამ კუთხით დედაქალაქის მერია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს. იქნება ეს მიწისზედა მეტროს მშენებლობის ახალი პროექტი, ახალი ავტობუსები, პარკირების ევროპული სისტემა, ახალი სამარშრუტო ქსელები და სხვა.

 

 

ვფიქრობ ეს ინიციატივები სატრანსპორტო პოლიტიკის კონტექსტში ასებულ გარემოს აუცილებლად გააუმჯობესებს,"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.