გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პოლიტიკის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და აქედან გამომდინარე, სერიული პოლიტიკური ტერაქტების სამიზნეა

25-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს- ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ჩიბურდანიძე წერს, რომ რუსეთ- უკრაინის ომის წინა პერიოდში გლობალური პროექტი “ომის პოლიტიკა“ მიმდინარეობდა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ომში ჩართვასაც გულისხმობდა, სწორედ ამიტომ იყო ძლიერი პროპაგანდა და ყველას, ვინც ომს ეწინააღმდეგებოდა „რუსეთუმეს“ ეძახდნენ.


თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პოლიტიკის“ მარცხის მთავარი აქტორია, სწორედ ამიტომ გახდა ტერაქტის სამიზნეც. მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგი და ამით, საქართველო და სხვა ქვეყნებიც იხსნა განადგურებისგან.


„სუს- ის საგამოძიებო საქმეები ბიძინა ივანიშვილზე შესაძლო ტერაქტის თაობაზე, დამაჯერებელია არსებული ფაქტებიდან გამომდინარე. დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ღიად ვუყურებთ და ლოგიკური დასკვნებიც თავად გამოგვაქვს. რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის წინა “მოსამზადებელ” პერიოდში, აშკარად იკვეთებოდა ახალი გლობალური პროექტი - ომის პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მოედებოდა, როგორც უკრაინასა და საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებსაც. ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად აწარმოეს ძლიერი პროპაგანდა და “რუსეთუმეს” იარლიყი მიაკრეს ყველას, ვინც არ დადგა ომის პოლიტიკის მხარეს.


ომის პოლიტიკა” მარცხდება და ამაში მონაწილეობა მიიღეს საღად მოაზროვნე, საერთაშორისო გავლენის პოლიტიკურმა ლიდერებმა. ბიძინა ივანიშვილი “გლობალური ომის პოლიტიკის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და აქედან გამომდინარე, სერიული პოლიტიკური ტერაქტების სამიზნეა. გრძელვადიანი ომის პროექტის ჩავარდნამ, გრძელვადიან მშვიდობის პოლიტიკას დაუდო სათავე. ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. ბიძინა ივანიშვილმა ომში არჩართვით, განადგურებისგან იხსნა არა მარტო საქართველო, არამედ, სხვა ქვეყნებიც. მან შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი და ბუნებრივია, ამით მტრის სამიზნე გახდა. მაგრამ, ყველამ დაინახა ტრამპის მაგალითზე, თუ როგორ შეუცვალა უფალმა მიმართულება სასიკვდილოდ გასროლილ ტყვიას. ბიძინა ივანიშვილს კი იმდენი სალოცავი იცავს, რომ მის მიმართ დაწყებული პოლიტიკური ვენდეტა, პოლიტიკურ თვითმკვლელობად ექცევათ,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.