გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ძალოსნობის პირველი დარბაზი გაიხსნა

22-10-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ძალოსნობის პირველი დარბაზი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზერტში ძალოსნობის დარბაზის გასხნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ეუფე ანდრია, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური და მოქალაქეები ესწრებოდნენ.


გარდა ზერტისა, სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის დარბაზში, ვარჯიშის საშუალება მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ექნებათ.


დარბაზი, რომელიც გორის მერიის დაფინანსებით აშენდა, ინვენტარით ძალოსნობის ფედერაციამ უზრუნველყო. ობიექტის მოვლა-პატრონობას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს განახორციელებს.


„ვფიქრობთ, რომ გორს მალე ეყოლება წარმატებული სპორტსმენები სპორტის აღნიშნულ სახეობაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია,“ - აცხადებენ გორის მერიის სპორტის განყოფილებაში.


ipn.ge